ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს

ძიუდოს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მესამედ იმსაჯებს – ამჯერად პარიზში, ზაფხულის  XXXIII ოლიმპიადაზე. ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მსაჯთა კომისიამ და IJF-ის სახელით, ოფიციალური წერილით შეატყობინა ჩვენს არბიტრს.

ვლადიმერ ნუცუბიძე 1999 წლიდან მსაჯობს კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს, 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია. უმსაჯია ათეულობით დიდ შეჯიბრებაზე, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე. ის ერთადერთი ქართველი არბიტრია ძიუდოში, რომელსაც პატივი ხვდა ემსაჯა ოლიმპიურ თამაშებზე.  რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის და ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე მას ანდვეს არაერთი სამედლო შეხვედრა, მათ შორის ფინალური ბრძოლები ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის.

ვლადიმერ ნუცუბიძე არაერთხელ ყოფილა მსაჯთა საერთაშორისო რეიტინგის სათავეში. IJF-ის  გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია მისი მაღალი კვალიფიკაციისა და ავტორიტეტისა ძიუდოს საერთაშორისო მსაჯთა შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები