ტოკიოში არსებულ ომიგავა დოჯოში ქართული ჭიდაობის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა
ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, თენგიზ ხუბულურის და ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის ორგანიზებით, ქ. ტოკიოში არსებულ ომიგავა დოჯოში ქართული ჭიდაობის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.