ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაილანდში, ძალოსნობაში მსოფლიოს თასზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ზაზა ლომთაძემ (109 კგ) მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ზაზა ლომთაძემ ატაცში 170 კგ დაძლია, აკვრაში კი – 209 კგ დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში მან  379 კგ მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი უზბეკ აკბარ ჯურაევს ერგო, მეორე კი – აზერბაიჯანელ დადაშ დადაშბაილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები