დანიის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ფილმის „ლურჯი მოცვი“ მსოფლიო პრემიერა შედგა

დანიის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე – CPH:DOX ქართველი რეჟისორის, ელენე მიქაბერიძის ფილმის „ლურჯი მოცვი“ მსოფლიო პრემიერა შედგა.

ფილმი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქართველი ოჯახის, მათი ყოველდღიურობის, გამოწვევებისა და ოცნებების შესახებ მოგვითხრობს.

კინოჩვენებამ დანიური საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და მაღალი დასწრებით გამოირჩეოდა.

აღსანიშნავია, რომ CPH:DOX ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც კოპენჰაგენში ყოველწლიურად იმართება და აერთიანებს როგორც ცნობილ, ისე დამწყებ ნიჭიერ რეჟისორებს მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები