საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის თასზე 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ ევროპის თასზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრების პირველი დღის მედალოსნები გახდნენ:
ოქრო – გიორგი გივიშვილი (-66კგ);
ვერცხლი – შოთა ბაჩოშვილი (-55კგ), მერაბ სამადაშვილი (-66კგ);
ბრინჯაო – ნიკოლოზ გივიშვილი (-50კგ), ლუკა ქალიაშვილი (-55კგ), ლუკა დათაშვილი (-60კგ), ვასილ გამეზარდაშვილი (-66კგ).
შეჯიბრების მეორე დღეს გამარჯვებული +90კგ წონით კატეგორიაში ნოდარ კობალაძე გახდა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ საბა სონღულაშვილი (-81კგ) და საბა ჯიქია (-90კგ), ბრინჯაოს მედლები გიორგი მუმლაძემ (-73კგ) და გიორგი გელაშვილმა (-90კგ) მოიპოვეს.