ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის სეზონის პირველი ოქრო მოიპოვეს აკადემიურ ნიჩბოსნობაში

 6-7 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გაიმართა ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატა Croatia open,  სადაც სხვადასხვა კონტინენტის 500 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

 ჩვენი გუნდის ყველაზე უმცროსმა ნიჩბოსნებმა, გიორგი კაპანაძემ და ნიკოლოზ იორდანიშვილმა ორადგილიან (2X) ნავში კადეტთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვეს და ჩვენს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანეს.

მწვრთნელი: გენადი პატარაია, პირადი მწვრთნელი: დიმიტრი ლოლუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები