ბატუტზე ხტომაში საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ვიცეჩემპიონია

პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში, სინიორებს შორის გუნდურ ასპარეზობაში ვიცეჩემპიონობა იზეიმა და ვერცხლის მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ლუბა გოლოვინას, მარიამ რაგიმოვის, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას შემადგენლობით.

ტურნირზე ფინალური ბრძოლა საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით. ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა გუნდური ასპარეზობა ოქროს მედლებით დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები