ზურაბ ზურაბიანმა ანტალიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ზურაბ ზურაბიანი პარაძიუდოში ანტალია 2024 გრან-პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
ჩვენმა ფალავანმა (60კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ალჟირელ მოწინააღმდეგეს სძლია და და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას ანტალია 2024 გრან-პრის გათამაშებაზე.
დღეს ზვიად გოგოჭური და ლაშა ყიზილაშვილი იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.