ერევანში საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მშვილდოსნებმა წარმატებით იასპარეზეს
28-31მარტს, ერევანში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, სადაც ქართველმა მშვილდოსნებმა წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა მარნეულის სპორტსკოლის აღზრდილმა მირანდა საგინაძემ (პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანი).
იგი პირველი იყო U18 კატეგორიის გოგონათა შორის პირად პირველობაზე, თბილისელ ელენე ეფრემიძესთან (სპ.კლუბი””გეო-გენი, პირადი მწვრთნელი, ეკა აბაიშვილი) ერთად გუნდურ ჩათვლაში და მიქსში, ხელვაჩაურის წარმომადგენელ მიხეილ ბერიძესთან ერთად.
ტურნირზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა ხელვაჩაურის წარმომადგენელმა დავით ბასილაძე (მწვრთნელი გურამ ბასილაძე), როგორც პირადში, ასევე ვაჟთა შორის გუნდურში, თანაგუნდელ თემურ დავითაძესთან ერთად.
გოგონათა შორის პირად პირველობაზე მე-2 იყო, ასევე ხელვაჩაურის გუნდის წევრი, ნია გათენაძე. ვაჟთა შორის პირადში მე-3 მისი თანაგუნდელი თემურ დავითაძე იყო.
ბიჭებში გუნდური მე-3 ადგილი მოიპოვეს ხელვაჩაურელებმა: მიხეილ ბერიძემ და ირაკლი ოთიაშვილმა, მიქსში – მათმა თანაგუნდელებმა: თემურ დავითაძემ და ლიზი გაბაიძემ.
შეჯიბრებაში, ქართველ და სომეხ სპორტსმენებთან ერთად, ყაზახეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.