მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

RemasterDirector_18da6b0cf

2024 წლის ივლისში, პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე, სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით  კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

სანდრო ბაზაძე არის მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, აგრეთვე მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელი.

2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე  სანდრო ბაზაძემ მე-13 ადგილი დაიკავა, მომდევნო თამაშებზე, ტოკიოში კი ნახევარფინალში დამარცხდა და მე-4 ადგილი ერგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები