მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხი 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

მიმდინარე ტურნირზე შოთა ომარშვილმა 72კგ.-მდე წონით კატეგორიაში, სამი ცდის ჯამში 457კგ. დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჩვენმა პარაძალოსანმა მაკა კვინჩიამ 73კგ.-მდე წონით კატეგორიაში, სამი ცდის ჯამში  წარმატებით დაძლია 90-95-97კგ. ჯამში 282კგ. დააგროვა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

იაგო გორგოძემ და აკაკი ჯინჭარაძემ პარაწოლჭიმში ეგვიპტის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

იაგომ სამივე ცდა წარმატებით დაძლია (182- 187- 191კგ), ჯამში 560კგ. ასწია და ოქროს მედალი აიღო, აკაკიმ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 107კგ. წონაში  238 კგ ჩათვალა და ოქროს მედალოსანი გახდა. ამავე ტურნირზე ჯინჭარაძემ სამი ცდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ლაცაბიძეც პარაწოლჭიმში  ეგვიპტის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედალოსანია. მან სამი მისვლის ცდაზე 210- 213-215კგ დაძლია, ჯამში 638კგ. ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები