ქართველმა მოჭიდავეებმა ესტონეთში 17 მედალი მოიპოვეს

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტალინის საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს.

ნიკოლოზ ჭიკაიძემ (77 კგ), აივენგო რიკაძემ (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ.

რამაზ სილაგავა (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ) და ბექა გურული (82 კგ) ვერცხლის მედლებს, ხოლო ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) და ნიკა ყორშია (72 კგ) – ბრინჯაოს დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრები ესტონეთში მწვრთნელებმა მამუკა სულთანიშვილმა და მარად აბულაძემ ჩაიყვანეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – კრისტიან პალუსალუს მემორიალზე 9 მედალი – 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონები გახდნენ: აკოფ პოღოსიანი (61 კგ), ნიკა ზაქაშვილი (65 კგ), ლუკა ჩხიტუნიძე (74 კგ), გიორგი ნათობიძე (79 კგ) და გიორგი რომელაშვილი (97 კგ).

დიეგო მახარაძე (74 კგ) და მამუკა კორძაია (125 კგ) ვერცხლის მედლებს, ხოლო დავით ქობულაძე (65 კგ) და დავით კოღუაშვილი (86 კგ) – ბრინჯაოს დაეუფლნენ.

ქართული გუნდი ესტონეთში 23-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ჭიღლაძემ ჩაიყვანა.

ტურნირს ქართველი მსაჯი მალხაზ ჯორბენაძეც მოემსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები