შანხაიში გოჩა კაპანაძის დადგმული სპექტაკლის „ჰამლეტი“ პრემიერა გაიმართა
16 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, გოჩა კაპანაძის რეჟისორობით დადგმული უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ პრემიერა გაიმართა.
პროექტი ქართულ-ჩინურ კომპანიასთან „Galaxy of Vast Dream“ თანამშრომლობის შედეგია. სპექტაკლის პრემიერა თეატრსა და ხელოვნების ცენტრ „FANCL“-ში გაიმართა.
სპექტაკლის მხატვარია ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი – ქეთი ციციშვილი. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მსახიობებმა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის წარმატებიდან გამომდინარე, სპექტაკლს კვლავ არაერთხელ იხილავს საზოგადოება.