საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), გოგა ოთინაშვილმა (70 კგ), ოთარ დოხნაძემ (79 კგ) და ნიკა ფანცულაიამ (97 კგ) ანტალიაში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუშინ, თურქულ ხალიჩაზე, სწორედ ამ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ პრიზიორები.

დღეს საქმეში 61, 74 და 92 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაებმებიან, ხვალ კი საპრიზო სამეულები დარჩენილ სამ წონაში: 65, 86 და 125 კილოგრამებში გათამაშდება.

დღეს თორნიკე ასაბაშვილი, თამაზ სულამანიძე (ორივე 61 კგ) და გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), ხვალ – ნიკოლოზ ბეშიძე (65 კგ), თამაზ ნიკოლეიშვილი, დაჩი პაპინაშვილი (ორივე 86 კგ), ალექსანდრე აბრამიშვილი და გიგა შავაძე (ორივე 125 კგ) იასპარეზებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თურქეთში მთავარმა მწვრთნელმა ბელდუხ გავაშელიშვილმა და მწვრთნელებმა ლაშა ქეთიშვილმა და თეიმურაზ მურღულიამ ჩაიყვანეს. მათ გარდა, ქართულ დელეგაციაშია ექიმ – რეაბილიტოლოგი ლევან ლინნიკი.

ტურნირს ქართველი მსაჯი ელენე ტაბლიაშვილიც ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები