მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძე კვლავ წონის პირველი ნომერია
ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ, წონების მიხედვით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა რეიტინგები განაახლა (Top 20).
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ) კვლავ წონის პირველი ნომერია.
55 კგ – ნუგზარ წურწუმია წონის მეორე ნომერია და მხოლოდ აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის ჩამორჩება;
60 კგ – ფრიდონ აბულაძე წონის მე-10 ნომერია;
67 კგ – ჯონი ხეცურიანი წონის მე-9 ნომერია;
77 კგ – მეექვსეა იური ლომაძე ;
82 კგ – მეოერე ნომერია გელა ბოლქვაძე;
87 კგ – მეთექვსმეტე ნომერია აჩიკო ბოლქვაძე;
130 კგ – იაკობ ქაჯაია წონის მეექვსე ნომერია.