ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა.
ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, საშუალო ზომის აეროპორტებს შორის ქუთაისის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მოხვდა.
ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1 -იდან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.