ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. მან რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მიიღო.

ირმა ხეცურიანი ნახევარფინალში უკრაინელ პარასპორტსმენს დაუპირისპირდა, ბრძოლა ანგარიშით 14:15 დათმო და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ირმა ხეცურიანისთვის ეს მესამე მედალია – ხმლით ფარიკაობაში ვერცხლი მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ბრინჯაო კი გუნდურ შეჯიბრებაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა  ნინა თიბილაშვილიც.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას  კონტინენტის პირველობაზე. დღეს ჩვენი გოგონები რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები