დუბლინის და ბარსელონას ქართულ საკვირაო სკოლის მოსწავლეები დამეგობრდნენ

დუბლინის საკვირაო სკოლის მოსწავლეები სამოგზაუროდ  ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში იმყოფებოდნენ, სადაც წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლას ესტუმრნენ. შეხვედრა საინტერესო და ემოციური იყო.

უცხო მიწაზე დაბადებული პატარა ქართველები დამეგობრდნენ და ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს ქართულ ცეკვასა და სიმღერაში.

„ბარსელონას სკოლის აღსაზრდელებმა ჩვენ მოსწავლეებს საჩუქრად თავიანთი ხელით მოხატული საზედაო ასოები გადასცეს.დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის ხელმძღვანელს, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილს, მარინა წიქორაძეს, ყველა იქ მოღვაწე პედაგოგს და მშობელს ასეთი თბილი დახვედრისთვის. ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის დაუვიწყარი იქნება თქვენთან გატარებული დრო. წარმატებას ვუსურვებთ ორივე საკვირაო სკოლას“, – ნათქვამია დუბლინის საკვირაო სკოლის „ლამპარი“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები