ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს
პარიზი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში პოლონელ კაროლინა სტრავიცკას სძლია, ანგარიშით 15:8, ფინალური ბრძოლა კი იტალიელ როსინა პასკუინოსთან ანგარიშით 15:9 დათმო.
ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი, ანგარიშით 15:5, დაამარცხა, ფინალში კი პოლონელ კინგა დროჟდთან დამარცხდა, ანგარიშით 15:7.
შეგახსენებთ, პარიზი 2024 მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები დღეს გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებს.