ანა ჭაიამ მუშაობა BDO UK-ში დაიწყო
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა,
ანა ციფრული რისკებისა და საკონსულტაციო მომსახურების დეპარტამენტში, მონაცემთა დაცვის უფროსი აღმასრულებლის პოზიციაზე (Senior Executive in Privacy & Data Protection) იმუშავებს. მისი ძირითადი საქმიანობაა EU GDPR და UK GDPR შესაბამისობის მისაღწევად კლიენტებისთვის რჩევის მიცემა და მათი განგრძობადი მხარდაჭერა.
„ანა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულია და ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო მუშაობა არასამთავრობო სექტორში რამდენიმე სამართლებრივ კვლევით პროექტზე. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომ კი შეუერთდა BDO Legal-ის გუნდს პარალეგალის პოზიციაზე, სადაც 7 წლის გატარების შემდეგ, უფროსი იურისტის პოზიციაზე დაასრულა მუშაობა. პარალელურად, კი თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის სკოლის სტუდენტებთან ლექციებს კითხულობდა.
გაერთიანებულ სამეფოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგაც, ანას არ შეუწყვეტია BDO Legal-ის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობა, აგრძელებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მომსახურების გაწევას:, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.