აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამოიცა ნინო სურამელაშვილის (რატი რატიანი)  „მკვლელობა სადგურის უბანში “

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამომცემლობა ალატორანის მიერ გამოიცა ნინო სურამელაშვილის (რატი რატიანი)  „მკვლელობა სადგურის უბანში “.

მთარგმნელი: იმირ მემედლი

„მკვლელობა სადგურის უბანში“ რატი რატიანის მეორე პროზაული კრებულია, რომელშიც სხვადასხვა ჟანრის მოთხრობებია შესული. მაგრამ, ჟანრობრივი ეკლექტურობის მიუხედავად, ამ ტექსტების მთავარ პერსონაჟებს რეალური სამყაროს შიში და უიღბლობა აერთიანებთ. ისინი დამკვირვებლები არიან, გიდები, რომელთაც  ირონიული ტონით შეუძლიათ დამზაფრავი ამბების მოყოლა, მაგრამ ის სინამდვილე აფრთხობთ, რომელზედაც გვიამბობენ. დეტექტივიც, დღიურის ფორმის ავტობიოგრაფიული მოთხრობაც, „ათას ერთი ღამიდან“ თანამედროვეობაში გადმოტანილი სიუჟეტიც, საბოლოო ჯამში, სოციალური დრამის სახეს იღებს და დღევანდელი ქართული ყოფის ყველაზე მტკივნეულ პლასტებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები