ლუკა გობეჯიშვილი კულტურული გაცვლითი პროგრამის „FLEX“ გამარჯვებულია
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე, ლუკა გობეჯიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს, კულტურული გაცვლითი პროგრამის „FLEX“ გამარჯვებულია.
ლუკა ერთი აკადემიური წლით უფასოდ ისწავლის ამერიკულ სკოლაში, იცხოვრებს მასპინძელ ოჯახში და მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.
შერჩეულ მონაწილეებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.