თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს ძვირფასი საჩუქარი გადასცა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა  გიორგი შალუტაშვილმა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს შემოწირულების სახით ძვირფასი საჩუქარი გადასცა.

„კოლექცია განსაკუთრებულია სასახლისთვის იმ ხრივ, რომ იგი მუზეუმის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე შალუტაშვილის პირად არქივს წარმოადგენს. აერთიანებს მხატვრების გიგლა ფირცხალავას, გურამ დოლიძისა და მიხეილ ვადბოლსკის 100-მდე ნამუშევარს – კარიკატურას, შარჟს, ფოტომასალასა და სხვა.

ამიერიდან ჩვენს ფონდებში დაიდებს ბინას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ზემოთ  ჩამოთვლილი მხატვრების მიერ შექმნილი ცნობილი ადამიანების შარჟები და კარიკატურები

აქ ნახავთ გოგი გეგეჭკორის, ზინაიდა კვერენჩხილაძის, სოფიკო ჭიაურელის, მედეა ჩახავას, ბუხუტი და სერგო ზაქარიაძის, კარლო საკანდელიძის, გივი ბერიკაშვილის, რამაზ ჩხიკვაძისა და სხვათა სახეებს. შარჟები შექმნილია სპექტაკლისთვის „ჭინჭრაქა“ და ჟურნალისთვის „ხელოვნება““, – ნათქვამია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები