ტყვიის მსროლელი მარიამ ფროდიაშვილი ევროპის ჩემპიონია და ისტორიაში პირველად ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. გოგონათა შორის ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა მარიამ ფროდიაშვილმა.

ქართველმა ტყვიის მსროლელმა ფინალში 242,2 ქულით სლოვენიელი სპორტსმენი დაამარცხა, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ამ შედეგით ევროპის ახალგაზრდული რეკორდიც დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირად პირველობაში ახალგაზრდებს შორის ქართველმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს მარიამ ფროდიაშვილის მესამე ოქროს მედალია. მან ჩემპიონობა გოგონათა შორის და შერეულ წყვილებშიც იზეიმა.

კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ოქროს მედალი მოიპოვა.

მარიამ ფროდიაშვილმა, მარიამ აბრამიშვილმა და სალომე ფროდიაშვილმა 1695 ქულა დააგროვეს და ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს. მეორე ადგილი – იტალიის, მესამე კი გერმანიის ნაკრებებს ერგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები