ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

ტაივანის დედაქალაქი ტაიბეი ფიგურულ  ციგურაობაში იუნიორთა  შორის მსოფლიოს  ჩემპიონატს მასპინძლობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში წარმატებით იასპარეზა და მცირე ოქროს მედლები მოიპოვა.

სპორტსმენებმა მსაჯებისგან 71,53 ქულა მიიღეს და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მეორე ადგილი – ამერიკელებს, მესამე კი კანადურ წყვილს ერგო. ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა თავისუფალი პროგრამით 29 თებერვალს იასპარეზებენ.

ფიგურულ  ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს  ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას გარდა, არიან ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი, სპორტულ ცეკვებში კი – მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები