ირაკლი რევიშვილმა მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 35-39 ასაკობრივ კატეგორიაში, 800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი შედეგია 8:17.65 და ამ შედეგით მან 750 ქულა მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.

„ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი, ეძღვნება ბებოს და დედას! მათ ყოველთვის სჯეროდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი ❤️❤️❤️“, – წერს ირაკლი რევიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლის ეკუთვნის მოკლე წყალზე(25 მეტრიანი აუზი) მსოფლიოს რეკორდები 400-800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში და ევროპის რეკორდი, ამავე სტილით, 200-მეტრიან დისტანციაზე.

ირაკლი რევიშვილი, 28 თებერვალს, 400 თავისუფალ ყაიდას იცურავებს, ხოლო 3 მარტს – 200 მეტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები