დღეს თამადის და COLORS-ის ერთობლივი ვიდეო გამოქვეყნდება

დღეს, ქართველი მუსიკოსის თამადის და მუსიკალური პლატფორმა COLORS-ის ერთობლივი ვიდეო გამოქვეყნდება. მათი ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია COLORS-ის youtube არხზე შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მუსიკალურმა სტუდიამ გაავრცელა და შემდეგ და შემდეგ ეს პოსტი თავად მუსიკოსმა გააზიარა თავის გვერდზე.

„გამარჯობა კარგო ხალხო!!!

ხვალ ჩვენი Colors ის პირველი ნაწილი გამოდის და ძალიან გვიხარია.

ვიდეოსთან ერთად უფრო მეტ რამეს გაგაგებინებთ ❤️❤️❤️“, – წერს თამადა.

COLORS-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მუსიკოსებს მთელი მსოფლიოდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები