ალექსანდრა კუვაევა ევროპის კადეტ მოფარიკავეთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე კადეტ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ალექსანდრამ 1/2 ფინალში უნგრელ დოროტია კსონკასთან 15:11 წააგო, მანამდე კი კუვაევამ ბერძენ კრისტინა კოუზოურის (15:10), საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ანასტასია ცანავას (15:13), უნგრელებს, პოლი საბოს (15:12) და ნადინ ტოტის (15:10) მოუგო.
შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს ალექსანდრა კუვაევამ ბუქარესტში ევროპის, ხოლო შემდეგ თბილისში გამართული მსოფლიო თასი მოიგო.