რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი “ქართული” ჩატარდება

რუსთავის მერიის ინფორმაციით,  რუსთავი ქორეოგრაფიულ ფესტივალ „ქართულს” უმასპინძლებს, რომელიც აპრილის ბოლოს გაიხსნება.

კონკურს-ფესტივალი – ,,ქართული”, რუსთავში წელს პირველად ჩატარდება და ამჯერად მასში რუსთავისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საფესტივალო სივრცე და სცენა რუსთავის თეატრის სკვერში მოეწყობა.

„ქართულის” საკონკურსო ნაწილი, 6 დღე გაგრძელდება და  მე-7 დღეს, გალა კონცერტით დასრულდება. ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, ფესტივალის სპეციალური ჟიური გამოავლენს,  საუკეთესო მონაწილე ანსამბლი, კი  გარდამავალი გრან-პრით დაჯილდოვდება.

„ქართულის“ საფესტივალო სივრცეში,  ერთი კვირის განმავლობაში მოწყობილი იქნება ეთნოგრაფიული, სამრეწველო და კულინარიული კუთხეები, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები