კახეთში “Culinary Connection Euskadi-Georgia” – საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი გაიმართება

2-3 მარტს კახეთში საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება. კონგრესი 250-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს კახეთში. სამი დღის განმავლობაში გაიმართება პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სასტუმროებისა და რესტორნების შეფმზარეულები საქართველოს ყველა კუთხიდან.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ტარდება.

ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ – ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები