8 ქართული ბრენდის ტყავის პროდუქცია მილანში Micam & Mipel Milano-ზეა გამოფენილი

“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და თანადაფინანსებით, ქართული კომპანიები მილანში, ტყავის პროდუქციის  საერთაშორისო გამოფენაში – „Micam & Mipel Milano” მონაწილეობენ.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, გამოფენაზე რვა ქართული კომპანია წარადგენს ტყავის პროდუქციას, მათ შორისაა: Salle de Mode, Jiano, Cosmo, Gepherrini, Tani, GT Handmade, Mansard, Nicolo.

ტყავის პროდუქციის  საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო შემსყიდველებთან. ქართული ჩანთებით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით  დაინტერესდნენ უცხოელი ბაიერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, სინგაპური, იაპონია, აშშ, ირლანდია, პაკისტანი, ნიგერია, თურქეთი, ესტონეთი, რუმინეთი, შვეიცარია.

ტყავის პროდუქციის საერთაშორისო შოუს Micam & Mipel Milano-ს 30 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა იტალიის მოდის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს ცნობილ ბრენდებს, დამწყებ თუ წარმატებულ დიზაინერებსა და ბაიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები