ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანში ბაქოს გრანდ სლემზე მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ილია სულამანიძემ (100 კგ) ზედიზედ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა იპონით დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ თურქმენ, რუმინელ და ყაზახ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ძიუდოისტს მოუგო.

ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო. ბრინჯაოს მედალი ერგო ეთერ ლიპარტელიანს (57კგ), რომელმაც სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები