ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონია

კალიფორნიაში „UFC 298“-ის  ღონისძიების ფარგლებში  ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის  ოქტაგონზე ერთმანეთს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ.

ბრძოლაში ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა ვინც „MMA“-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორის, მაქს ჰოლოვეისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემდეგ  ილია თოფურია მეხუთე მებრძოლია, ვინც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა იზეიმა.

გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “ჩემს პატარა საქართველოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრობისთვის, ყოველთვის ჩემ გვერდით რომ დგახართ. მიყვარხართ ყველანი გულში და ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და გნახოთ ყველა და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“.

ისტორიულ დაპირისპირებამდე ილიამ 14 ბრძოლა გამართა და ყველა დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები