ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს „გრანდ სლემზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანში ბაქოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუტანა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე  ეთერ ლიპარტელიანმა  უზბეკ შუკურჯონ ამინოვას, აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადას, თურქმენ მაისა პარდაიევას სძლია, თუმცა,  ნახევარფინალში კანადელ კრისტა დეგუჩისთან დამარცხდა.

2024 წლის ბაქოს „გრანდ სლემზე“ 62 ქვეყნის 404 სპორტსმენი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედლის მოპოვება შეძლო. ოქრო ილია სულამანიძემ (100 კგ) მიიღო,  გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები