გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გელა ბოლქვაძე (82 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ბულგარეთის ნაკრების წევრი აიკ მნაცაკანიანი ანგარიშით 9:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილს დასჯერდა იური ლომაძეც.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე საქართველოს ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს. ჩვენი ქვეყნის ნაკრები ასპარეზობაში 16 თებერვლიდან ჩაებმება.