19-20 და 22-23 თებერვალს, „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ თანამედროვე მხატვრების გამოფენას გამართავს

19-20 თებერვალს, „აბრეშუმის გალერეაში“, FREE ART SPACE GALLERY – „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ წარმოგიდგენთ თანამედროვე მხატვრების გამოფენას „ძალა ერთობაშია“.

გამოფენის მიზანია გააერთიანოს და ერთ მუჭად შეკრას საქართველოში და ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები. მასში 43 ხელოვანი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ – „ერთიანობა განაპირობებს ძალას“

FREE ART SPACE GALLERY – „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ „აბრეშუმის გალერეაში“, 22-23 თებერვალს, კიდევ ერთ გამოფენას – თანამედროვე მხატვრების გამოფენას „აბსტრაქტული ხელოვნება ოქროს ფერი“ შემოგთავაზებთ.

„პანდემიის პერიოდში ბევრმა ხელოვანმა საკუთარი შესაძლებლობები განავითარა და შეიქმნა მეტად საინტერესო ხელოვნების ნიმუშები, სწორედ შემდგომი პერიოდი არის ხელოვანების თვალით დანახული ემოცია გამოფენა „აბსტრაქტული ხელოვნება ოქროს ფერი“ და მასში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ისრაელიდან, სულ გამოფენაში 26 ხელოვანი გამოფენს თავის ნამუშევარს“, – განაცხადა „ქართულ კვირასთან საუბრისას „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, დიანა რევაზიშვილმა

„FREE ART SPACE GALLERY“ – „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ ხელოვანებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები ხელოვნებაში, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, რელიგიისა და განსხვავებული შეხედულებებისა, ასევე სოციალური სტატუსისა. „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას“ დამფუძნებელი და დირექტორი დიანა რევაზიშვილი გახლავთ, თანადამფუძნებელი – ნინო რევაზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები