საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრები ბულგარეთიდან 4 მედლით ბრუნდება

სტრანჟას საერთაშორისო ტურნირზე  ქართველმა მოკრივეებმა 3 ბრინჯაოს და ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონი 92 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ყუშიტაშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედლები კი ლაშა გურულმა, ნიკოლოზ ბეგაძემ და სახილ ალახვერდოვმა მოიპოვეს.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავაა, მწვრთნელები: ილია ტლაშაძე და მინდია ნოზაძე.

შეგახსენებთ, რომ წელს ქართველ მოკრივეებს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები და თავად ოლიმპიადა ელით წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები