კადეტებში გიგა ალანიამ და იუნიორებში უტა ფონიავამ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

საქართველო, ისტორიაში პირველად,  სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ კატეგორიაში, კადეტებში გიგა ალანიამ მოუპოვა, ხოლო იუნიორებში -68 კგ წონით კატეგორიაში კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა.

გიგა ალანიაფინალში უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

უტა ფონიავამ ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუსტაფა ოგრაგლისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღეს შეჯიბრებაზე  ტიტულის დაცვას ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე შეეცდება.  ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები