თამაზ და კახაბერ ხარიტონაშვილებს საერთაშორისო პრიზი ბოტიჩელი გადაეცათ
იტალიაში, ფლორენციაში, ბორგეზის სასახლეში, ხელოვნების ფონდმა გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა მხატვრებთან ერთად ორი ქართველი მხატვრის, ძმები თამაზ და კახაბერ ხარიტონაშვილების ნახატები გამოიფინა.
გამოფენის დასრულების შემდეგ მათ საერთაშორისო პრიზი ბოტიჩელი გადაეცათ. აგრეთვე, გამოიცა 2 წიგნი, სადაც მათი ნახატები და მათ შესახებ ინფორმაცია განთავსდა.