ტატო გრიგალაშვილი 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტი გახდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივართა შორის ჩატარებული 2023 წლის საუკეთესოების გამოსავლენი გამოკითხვა შეაჯამა და მისი შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოაცხადა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ამ გამოკითხვის გამარჯვებული. სპეციალური დიპლომი მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის დირექტორმა არმენ ბაგდასაროვმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები