ტოკიოში ლევან გორგაძე სუმოდან ოფიციალურად გააცილეს
ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დიდი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს.
სასახლეში შედგა თმის კვეთის ცერემონია („დანპაცუ-შიკი“), რომელში მონაწილეობა მოქმედმა და ყოფილმა სუმოისტებმა მიიღეს, მათ შორის იყო ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუც.
ლევან გორგაძემ 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასი მოიპოვა, ხოლო იმავე წლის მაისში ოძეკის წოდება მიიღო, რაც მეორეა სუმოს იერარქიაში.