ფრენბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს საქართველო უმასპინძლებს
ფრენბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს საქართველო კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.
“მოხარულები ვართ, რომ ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას ნდობას გვიცხადებს და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორგანიზებას გვანდობს.
18 წლამდე გოგონათა ნაკრები ერთმანეთს 12-14 აპრილს, თბილისში, დაუპირისპირდებიან. მეორე ეტაპში მონაწილეობას იღებს, საქართველოს ასაკობრივი ეროვნული ნაკრებიც. იმედს ვიტოვებთ, რომ ისტორიულ შედეგს ჩვენი სპორტსმენები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ და საქართველოს სახელს მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულად წარადგენენ”, – ნათქვამია საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.