ბსუ-ს სტუდენტები სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ბერლინში მიემგზავრებიან
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის” ტრენინგ კურსის წარმატების გავლის შემდეგ, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ერთი კვირით მიემგზავრებიან. სტუდენტებისთვის დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამა მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებსა და ვიზიტებს კონცეპტუალურ სასტუმროებში (hotel 25hours, Catering Company L & D GmbH, Nok Akt in Father Graham, Hotel Scandic), რომლის ფარგლებშიც სასტუმროს წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ მასპინძლობის ინდუსტრიის მუშაობის თანამედროვე სტანდარტებს, ტენდენციებს და ინდუსტრიის გამოწვევებს.
პროგრამა ასევე მოიცავს პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობას ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.
სტაჟირების რიგით მეოთხე პროგრამა განხორციელდა მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტის, ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ შტეფან გერჰარდის ორგანიზებით და აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხადაჭერით.