მწერალთა სახლში რენო სალენს ლიოტეს რომანის ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა სახლში რენო სალენს ლიოტეს (1967-2022) რომანის, „სტალინის აბაზანა“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ბატონი რენო სალენსი გახლდათ დიპლომატი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2012-2016 წლებში. თავისი პირველი რომანი „აღრეული სეზონები“, რომელიც საქართველოში ცხოვრების პერიოდში დაწერა, საფრანგეთში 2018 წელს გამოქვეყნდა გამომცემლობა “სეის” მიერ ლიოტეს გვარით, რომელიც ავტორმა სამწერლო ფსევდონიმად აირჩია. მეორე რომანი, „სტალინის აბაზანა“, საფრანგეთში 2022 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

რომანში მოქმედება ხდება საქართველოში. საფრანგეთის მოქალაქე სასტუმრო მარიოტში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ვიდრე სკანდალი აგორდება, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს, რენე ტურპენს დაევალება, დაეხმაროს ადგილობრივ გამომძიებლებს საქმის მოკვლევაში. გამოძიების კვალს ისინი დიქტატორისა და მიტოვებული ქალაქის, წყალტუბოს კვალზე მიჰყავს. ამის შემდგომ კი მათ მსხვერპლის ვინაობა და მისი მკვლელობის მიზეზები უნდა დაადგინონ…

წიგნი ქართულ ენაზე 2023 წელს გამოიცა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის მხარდაჭერით გამომცემლობა აგორას მიერ. ქართული თარგმანი შესრულებულია ქალბატონი შორენა ნინიაშვილის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები