გერმანიის ხუთ ქალაქში სერგო ფარაჯანოვის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით, 20 იანვრიდან 25 მაისამდე, გერმანიის ხუთ ქალაქში – ბერლინში, დიუსელდორფში, მიუნხენში, კიოლნსა და ფრანკფურტში, სერგო ფარაჯანოვის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება. ნაჩვენები იქნება ეროვნული კინოცენტრის მიერ 2023 წელს აღდგენილი ფილმები – „ლეგენდა სურამის ციხისა“ და „აშიკ-ქერიბი“.
20 იანვარს ფილმების პირველი ჩვენება ქ. ბერლინის კინოთეატრ „არსენალში“ გაიმართა .