საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ანრი დელანის გრან-პრიზე პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან-პრიზე, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 8 ოქროს, 7 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახლა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 12-18 თებერვალს, ბუქარესტში გაიმართება.