დანიაში ქართული ფილმის საღამო გაიმართა

19 იანვარს, დანიაში საქართველოს საელჩოსა და დანიის ფილმის ინსტიტუტის კინოსახლს Cinemateket შორის თანამშრომლობით, ქართული ფილმის საღამო გაიმართა, სადაც ორი მხატვრული ფილმი: ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ლევან თუთბერიძის „სამურაი დასვენების ჟამს“ აჩვენეს.

კინოჩვენებები ორ ციკლად, პარალელურ რეჟიმში გაიმართა. სეანსებს შორის სტუმრებს საშუალება მიეცათ, ქართული ღვინის თანხლებით მოსაზრებები გაეცვალათ.

„ქართული კინოს მიმართ გამოხატული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო დანიაში საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და Cinemateket-თან თანამშრომლობით მოგვიანებით გეგმავს ქართული ფილმების სეზონის ორგანიზებას. ქართული კინემატოგრაფიის სხვა ნამუშევრებთან ერთად, ნაჩვენები იქნება გენიალური ქართველი რეჟისორების თენგიზ აბულაძის, ელდარ შენგელაიასა და ოთარ იოსელიანის ფილმები და მათ შემოქმედებას სპეციალური საღამო მიეძღვნება“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები