საქართველოში ფოტოგამოფენა – „კიევი ომში“ ხვალ გაიმართება
საქართველოში ფოტოგამოფენა – „კიევი ომში“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 22 და 23 იანვარს მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენა „სამხედრო კიევი“ საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში. 25 იანვარს გამოფენას უმასპინძლებს ასოციაცია „ქართლის ხმა“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
ხოლო, 27 იანვარს გამოფენა გადაინაცვლებს ყვარელში, სადაც მისი მასპინძელი იქნება ყვარლის ევრო კლუბი (Euro Club Kvareli).
“უკრაინელები ჟურნალისტების კურატორობით, საქართველოში ფოტოგამოფენა – „კიევი ომში“ გაიმართება – ამასთან დაკავშირებით 18 იანვარს 17.00 საათზე უკრაინულ სახლში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც პროექტის ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას გამოფენის კონცეფციას და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ მოგვითხრობს უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე 2022 წლის თებერვალ-მარტში, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.
გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.
ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გაქცევა უკრაინაში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად, და იმავე წლის ივნისში გმირულად დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსაც ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება.
22 და 23 იანვარს მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენა „სამხედრო კიევი“ საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში.
25 იანვარს გამოფენას უმასპინძლებს ასოციაცია „ქართლის ხმა“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
27 იანვარს კი გამოფენა გადაინაცვლებს ყვარელში, სადაც მისი მასპინძელი იქნება ყვარლის ევრო კლუბი (Euro Club Kvareli).
სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კიევის დამცველების, უკრაინული და საერთაშორისო მედიის ფოტოჟურნალისტების მიერ გადაღებული 30-მდე ნამუშევარი.
გამოფენის „კიევი ომში“ მხარდამჭერები არიან უკრაინის საელჩოში საქართველოში, ქართულ-უკრაინული პლატფორმა და თომა ჩაგელიშვილის სტუდია.
კონტაქტი მედიისთვის: ნინო წითლანაძე, ქართულ-უკრაინული პლატფორმა – 593 75 03 49
ვიქტორია ქავჟარაძე, თომა ჩაგელიშვილის სტუდია – 577 22 83 70”,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.