ჟაუტიკოვის მე-20 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მე-2 საპრიზო ადგილით (რეიტინგით მე-4 შედეგი) დაბრუნდა.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადა, ტრადიციულად, ყოველწლიურად ყაზახეთის ქალაქ ალმატში ტარდება. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრება.
წელს ჩატარდა მე-20 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 15 სახელმწიფოს 100 -ზე მეტი გუნდი იღებდა.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 2 , ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს. კომაროვის სკოლის გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი (რეიტინგით მე-4 შედეგი) აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ დავით კლდიაშვილმა მათემატიკაში აბსოლუტური პირველი შედეგი აჩვენა.