ევროპის პირველობა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში დასრულდა

მონტე-კარლოში  დასრულდა ევროპის პირველობა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში.

ქართველ მოჭადრაკეები მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერთა შორის იმყოფებოდნენ და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ, ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი  ნინო ბაციაშვილმა აჩვენა.

ნინომ,  11-იდან  8 ქულით  V  ადგილი დაიკავა.

სულ ჩემპიონატში 26 ქვეყნის 116 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) – 9 ქულა
  2. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 8,5 ქულა
  3. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 8,5 ქულა
  4. კლაუდია კულონი (პოლონეთი – 8,5 ქულა
  5. ნინო ბაციაშვილი (საქართველო) – 8 ქულა

      *********

  1. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 7 ქულა
  2. სოფიო გვეტაძე (საქართველო) – 7 ქულა
  3. ინგა ჭარხალაშვილი (საქართველო) – 6,5 ქულა
  4. ინგა ხურცილავა (საქართველო) – 6 ქულა
  5. ნონა გაფრინდაშვილი(საქართველო) – 6 ქულა
  6. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო) – 5,5 ქულა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები